четверг, 12 мая 2016 г.

ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება და მეც კმაყოფილი ვარ ტრენინგების, რადგან ბევრი რამ ვისწავლე მოვამზადე ჩემი პროექტი ,,უსაფრთხოების წესების დაცვა სტიქიური მოვლენების დროს" ტრენინგებზე ვისწავლეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელებთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ შევქმენით დოკუმენტები- ჩემი პორტფოლიო, გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტისა, რამდენი რამ არ მცოდნია და რამდენი რამის გაკეთება შემძლებია, რომ სწავლების პროცესი საინტერესო და წარმატებული იყოს.
 მადლობა თქვენ ქალბატონო ნათია  და ყველა იმ ადამიანს ვინც იზრუნა ჩვენი განათლების ამაღლებისთვის. 



понедельник, 9 мая 2016 г.



კარგია, რომ კარგი მასწავლებელი გვყავს, ქალბატონო ნათია მადლობა, დღესაც ბევრი რამ ვისწავლეთ მე და ჩემმა კოლეგებმა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები წარმოვადგიეთ. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია.

воскресенье, 8 мая 2016 г.


კარგია ყველაფერი რაც კარგად მთავრდება... მგონი პროექტის მოდულების სწავლას წარმატებით შევძლებ...დღეს ვიმუშავეთ განმავითარებელ შეფასებაზე, ჩეკლისტებსა და რუბრიკაზე, შვქმენი რუბრიკა ჩემი პროექტისათვის, ბლოგზე ავტვირთთავ მოსწავლეების ნაშრომს. 

воскресенье, 10 апреля 2016 г.

პროექტებით სწავლება დამეხმარება ,რომ ჩემმა მოსწავლეებმა განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში, მოსწავლეები ინტერესით იმუშავებენ ბუკლეტებისა და გაზეთის შექმნაზე. ვისწავლე როგორ გამოვიყენო ესა თუ ის აქტივობა პროექტზე მუშაობის დროს.

суббота, 9 апреля 2016 г.

ძალიან საინტერესო არის პროექტზე მუშაობა,იმედია გავაკეთებ ყველაფერს ისე როგორც საჭიროა.