среда, 30 мая 2018 г.

ბობოყვათის საჯარო სკოლის ეკო კლუბელებმა, გუნდ ,,მუხას’’ წევრებმა მდგრადი განვითარების 3 მიზანის ,,ჯანმრთელობა და კეთილდღეობა’’ შესაბამისად მოაწყვეს სასკოლო აქცია ნარკომანიის წინააღმდეგ, ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. რადგან მათთვის კარგადაა ცნობილი რაოდენ სახიფათოა და მავნე ნარკოტიკების გამოყენება ადამიანისათვის. ნარკომანია სპობს მომავალ თაობას. მოამზადეს პოსტერი ,, ნარკომანი - ნარკოტიკის მონა ‘’. გუნდის წევრებმა მოსწავლეებს ესაუბრეს ყველა იმ უარყოფით შედეგზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ნარკომანიას. ჩვენ გვქონდა სურვილი პროპაგანდა გაგვეწევია ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ასეც მოვიქეცით. იმედია ჩვენი მცდელობა შედეგიანი იქნება- თქვა გუნდის ლიდერმა მარიამ მანელიშვილმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий